რა მიმართულებაზე რა საგნის ან საგნების ჩაბარება მოუწევთ 2022 წლის აბიტურიენტებს – მინისტრის ბრძანება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ 20 ოქტომბერს გაცხადებული სიახლე, რომელიც 2022 წლის აბიტურიენტებს შესაძლებლობას მისცემს სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის (მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება), არ ნიშნავს, რომ იცვლება სამი საგნით ჩარიცხვისა და გრანტის გაცემის პრინციპი.
“აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ისევ სამი საგნის მიხედვით. ცვლილება არ ეხება ჯანდაცვის მიმართულების არც ერთ პროგრამას და ასევე გრანტის გაცემის წესს”, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და აქვეყნებს მინისტრის ბრძანებას, რომელშიც მოცემულია: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
როგორც ცნობილია, 2022 წლის უმაღლესში მისაღები გამოცდების შესახებ არსებული ყველა სიახლის თაობაზე ინფორმაცია დღეს გახდა საჯარო.
ამავე თემაზე:
ცვლილებების ჩამონათვალი და ტესტის ნიმუში 2022 წლის ქართულისა და გეოგრაფიის ეროვნული გამოცდისთვის
ცნობილია რა სიახლეები დახვდებათ 2022 წლის აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – დეტალები
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024