რა შემთხვევაში არ სწორდება აბიტურიენტის ნაშრომი?
EDU.ARIS.GE – ს პროექტი ჰკითხე ედუს წარმოგიდგენთ აქტუალურ კითხვას აბიტურიენტებისთვის საინტერესო საკითხზე.
მაშ ასე, დღევანდელი კითხვა:
-რა შემთხვევაში არ სწორდება აბიტურიენტის ნაშრომი?
ნაშრომი არ სწორდება, თუ:
- აბიტურიენტი პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან დახატავს რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
- შტრიხკოდი გაფერადებულია ან დაზიანებულია;
- დაარღვევს გამოცდაზე ქცევის რომელიმე წესს და მოიხსნება გამოცდიდან;
- თუ აბიტურიენტი, მიუხედავად გაფრთხილებისა, საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ გააგრძელებს ტესტზე მუშაობას;
- აბიტურიენტი არ გადაწერს პასუხების ფურცელზე მითითებულ სტანდარტულ ფრაზას;
- თუ საპრეტენზიო კომისიის მიერ დადგინდება, რომ აბიტურიენტმა დაარღვია გამოცდის პროცედურა.
ცნობარი აბიტურიენტებისთვის – გამოცდები 2016
საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016
ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში
პასუხი მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები
by ARIS.GE-განათლება