ქართველ მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება ჰონკონგის უნივირსიტეტში, სრული დაფინანსებით შეეძლებათ
დაგეგმილია ჰონკონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმება და ქართველ მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება ჰონკონგის უნივირსიტეტში, სრული დაფინანსებით შეეძლებათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამმინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხება, მომდევნო წლიდან კი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასის მოსწავვლეები შეძლებენ.
კონკურსში მონაწილეობის პირობები და ყველა დეტალი უახლეს დღეებში გამოქვეყნდება.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია ჩვენი განათლების პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ ყოველთვის გამორჩეულ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებაზე, წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების და ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. დღეს მინდა, საზოგადოებას ამ მიმართულებით მნიშვნელოვან სიახლეზე გავუზიარო ინფორმაცია.
ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ პრესტიჟულ ჰონკონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლოესი კვლევის თანახმად, ნომერ პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიო რეიტინგში მეთერთმეტე ადგილს იკავებს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს. ამ ისტორიული თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.
გრძელვადიანი და მდგრადი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, დაგეგმილია ჰონკონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმება. ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერისტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს. შესაბამისად, მონაწილეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები. საკონკურსო განაცხადის წარდგენას საგამონაკლისო წესით წელსვე შეეძლებათ. კერძოდ, ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეეხება, შემდეგი წლიდან კი მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები შეძლებენ“, – განაცხადა მიქანაძემ.
-
განათლების კომიტეტმა უფასო სასკოლო კვების კანონპროექტის განხილვა გადაავადა – ახალი თარიღები პარლამენტის ბიურომ დაადგინა
by ARIS.GE-განათლება
-
პირველი უარის შემდეგ პარლამენტში 3 000-მდე მშობლის ხელმოწერა შევიდა, რომლებიც შვილების პირველ კლასში მიღებას ითხოვენ
by ARIS.GE-განათლება
-
„რეგიონებში სწავლების ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით“ – ირაკლი კობახიძე პროფესიულ განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება