რა შემთხვევაში დაინიშნება 2022 წლის აბიტურიენტებისთვის დამატებითი გამოცდა
დღეს ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შემსუბუქდება სხვადასხვა კოვიდრეგულაციები. აპლიკანტებს, საგამოცდო სექტორში პირბადის ტარების ვალდებულება აღარ ექნებათ. იმ აბიტურენტებისთვის კი, რომლებსაც ეროვნული გამოცდების დღეს კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდის დამატებითი სესია ჩატარდება.
როგორც განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, იმისთვის, რომ დამატებითი გამოცდა დაინიშნოს აუცილებელია, აბიტურენტს უშუალოდ გამოცდის დღეს დაუდასტურდეს ვირუსი და არა მის წინა დღეებში.
ნუნუ მიცკევუჩმა გამოცდის მიმდინარეობისას პირბადის ტარების წესზე საუბრისას აღნიშნა, რომ აბიტურიენტებს პირბადის ტარების ვალდებულება არ ექნებათ, თუმცა მათ შეეძლებათ, რომ პირბადე თავიანთი სურვილის შემთხვევაში გამოიყენონ.
„უკვე ცნობილია, რომ არ იქნება პირბადის ტარების ვალდებულება საგამოცდო პროცესის მიმდინარეობის დროს. მიუხედავად ამისა, აპლიკანტს შეეძლება, რომ სურვილის შემთხვევაში თვითნებურად იქონიოს პირბადე, რომელსაც საგამოცდო ოთახში შეიტანს წყალთან და კალამთან ერთად. ასე რომ, კიდევ ერთხელ გავმეორდები, პირბადის ტარების აუცილებლობა არ დგას“, – აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
2022 წლის გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება – განრიგი
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დავიმსახუროთ მაღალი ქულა – ძლიერი აკადემიური ფრაზები ესეს წერის გასაუმჯობესებლად
by რჩევები
-
ერთიანი ეროვნული და მაგისტრატურის გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სია განახლდა
by ARIS.GE-განათლება