რა თანხები დაიხარჯება 2020 წლისთვის მთავრობის მიერ ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ფარგლებში – კომპონენტების ბიუჯეტი განისაზღვრა
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამაში პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ცვლილებები შევიდა.
კერძოდ, მომსახურების მიმწოდებლის გამოვლენამდე მომსახურების მიწოდების ვადამ მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია.
ბრძანების მიხედვით ასევე განისაზღვრა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამების ბიუჯეტებიც. კერძოდ:
ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა – 3 140 000 ლარი;
დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა – 5 445 000 ლარი;
საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი – 2 082 000 ლარი;
ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი – 12 000 ლარი. ამასთან კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე არანაკლებ 40 ტექნიკური საშუალების (სმარტფონის) შეძენასა და გაცემას.
კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი -70 000 ლარი. ამავე ქვეპროგრამაში ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, უნდა იყოს არაუმეტეს 4 500 ლარისა. ამასთან, ერთი პროცედურის (მანიპულაციის) ღირებულება შეადგენს 500 ლარს;
ლოგოპედის მომსახურების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში შეადგენს – 3 000 ლარს. ერთი ვიზიტის ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში – 20,83 ლარს. ამასთან, ანაზღაურება განხორციელდება ბენეფიციარის მიერ მომსახურების თვეში მიღებული მომსახურების (გაკვეთილის) რაოდენობის შესაბამისად.
ბენეფიციარის დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, რისთვისაც მიმწოდებელი მომსახურების თვის შემდგომი თვის 15 რიცხვამდე მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.“;
დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა – 515 000 ლარი;
მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა – 10 310 000 ლარი;
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა -2 440 000 ლარი.
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა – 900 000 ლარი;
სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა – 2 662 300 ლარით, ამასთან ამ პროგრამით მოსარგებლე პირთა რაოდეობა არ უნდა აღემატებოდეს ზოგიერთ შემთხვევბში არ უნდა აღემატებოდეს 335 და 58 პირს.
განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა – 152 000 ლარი;
მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა – 257 600 ლარი;
მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა – 598 100 ლარი.
ასევე, ბრძანების თანახმად, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, რომლის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები, ერთი თვის განმავლობაში დაფინანსდება არაუმეტეს 16500 ვიზიტი. ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს.
ბრძანებით განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით:
თბილისი – 7592 ვიზიტი;
ქუთაისი – 2000 ვიზიტი;
ზუგდიდი – 560 ვიზიტი;
ლაგოდეხი – 120 ვიზიტი;
ქობულეთი – 604 ვიზიტი;
ბათუმი – 760 ვიზიტი;
მარნეული – 336 ვიზიტი;
ახალციხე – 160 ვიზიტი;
გორი – 880 ვიზიტი;
ბორჯომი – 320 ვიზიტი;
რუსთავი – 800 ვიზიტი;
ზესტაფონი – 320 ვიზიტი;
ოზურგეთი – 368 ვიზიტი;
მესტია – 80 ვიზიტი;
თელავი – 960 ვიზიტი;
გურჯაანი – 80 ვიზიტი;
ახმეტა – 80 ვიზიტი;
ყვარელი – 80 ვიზიტი;
ჩოხატაური – 400 ვიზიტი.
ამ ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 301 900 ლარით განისაზღვრა.
ა.წ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE