გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღით დადიოდა – ფაქტს სამართალდამცავები სწავლობენ
გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღით დადიოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია სკოლიდან მოგვაწოდეს. წყარო EDU.ARIS.GE-ს იმასაც უყვება, რომ ფაქტის გახმაურების შემდეგ, სკოლის მანდატურის სამსახურმა მოსწავლის შემოწმება გადაწყვიტა, თუმცა ის გაექცათ.
მომხდარს არც უარყოფს და არც ადასტურებს სკოლის დირექტორი, თუმცა როგორც ცნობილია, მან პოლიციას უკვე შეატყობინა და სამართალდამცავები დაწესებულებაში დღეს იმყოფებოდნენ.
“სკოლაში ამბობენ, რომ ერთ მოსწავლეს იარაღი ჰქონდა. ამბობენ, რომ პნევმატური იარაღი იყო“ – თქვეს სკოლაში.
“დღეს იყო პოლიცია მოსული და გავიგე რაღაცა ამოუღიათო. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით” – გვითხრა საკითხის გარკვევისას სკოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ საგანმანათლებლო რესურცენტრში. დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის ახლა ცდილობს ვითარებაში გარკვევას.
ამ მომენტისთვის ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
ხელფასი 2 400, 3 490 და 3 960 ლარია – მანდატურის სამსახური სპეციალისტებს ეძებს
by ინფოLIFE
-
რა ანაზღაურებას მიიღებენ საზაფხულო სკოლებსა და ახალგაზრდულ ბანაკებში დასაქმებული ექიმები და ექთნები – დადგენილება
by ინფოLIFE
-
ცნობილია, რამდენი ლარი გახდა სკოლის მანდატურის ხელფასი იანვრიდან – განათლების მინისტრის ბრძანება
by ინფოLIFE