რა თქმა უნდა, უნივერსიტეტების ჩამონათვალში პრიორიტეტი არის IBSU – ოლიმპიადის გამარჯვებული აბიტურიენტი
„იბსუს სასკოლო ოლიმპიადა 2019-ის“ დაჯილდოება გაიმართა, სადაც მაქსიმალური ქულების მქონე აბიტურიენტები iPad-ით, უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IBSU-ს 100 % -იანი, 75%-იანი, 50 %-იანი და 25 %-იანი სასწავლო გრანტით დაჯილდოვდნენ. შიდა გრანტი ჯამში 1200-მდე მონაწილემ მიიღო.
ოლიმპიადაზე აპლიკანტებმა უნარების ტესტი წერეს. გამოცდა საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული) გაიმართა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეეძლო.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე სუხიშვილი აღნიშნავს, რომ სასკოლო ოლიმპიადა წელს მეათედ ჩატარდა და მონაწილეთა თუ გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველ წელს მატულობს:
„მე-10 წელია რაც ეს ოლიმპიადა ტარდება. ამ დრომდე არაერთმა გამარჯვებულმა ისარგებლა დაფინანსებით და ყოველ წელს იზრდება როგორც მონაწილეთა რაოდენობა, ისე მათი შედეგები. ეს მიუთითებს აბიტურიენტების წინსვლასა და მათი დონის აწევაზე.
მსგავსი ღონისძიება მომავალშიც აუცილებლად გაიმართება, რაც ემსახურება ერთადერთს – რაც შეიძლება მეტმა და მოტივირებულმა ადამიანმა მიიღოს ჩვენი შიდა დაფინანსება. წელს 3000-ზე მეტი დარეგისტრირებულია და 1500-მდე აბიტურიენტმა გაიარა ტესტირება, მათ შორის არიან რეგიონებიდან. გამოცდა საქართველოს 5 რეგიონში ჩატარდა, სადაც მაღალკლასელი მოსწავლეები სხვა რეგიონებიდანაც გამოცხადდნენ. საბოლოოდ, კონკურსანტები 10-ზე მეტი რეგიონიდან იყვნენ წარმოდგენილნი. ერთმა აბიტურიენტმა მოიპოვა 100%-იანი და 6-მა 75%-იანი დაფინანსება“, – ამბობს სალომე სუხიშვილი.
100%-იანი გრანტის მფლობელი აკაკი ჩოხუა გახდა:
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ოლიმპიადაში მონაწილეობაც, თუმცა პირველი ადგილი ძალიან მიხარია. ამ უნივერსიტეტში ძალიან კარგი გარემოა და IBSU-ს პირველ ვარიანტად განვიხილავ. სავარაუდოდ, მას ჩავწერ პირველ ადგილზე და იმედი მაქვს, ჩავაბარებ.
უნარების ის ტესტები, რაც ოლიმპიადაზე ვწერეთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებთან შედარებით რთული იყო და იმედს მაძლევს, რომ ეროვნულებსაც კარგად გავართმევ თავს“, – ამბობს აკაკი ჩოხუა.
ანა ჩხეიძემ 75%-იანი დაფინანსება მიიღო. მისი თქმით, ტესტირებამ ის ერთგვარად ეროვნულებისთვისაც მოამზადა.
„პირველ რიგში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან შევამოწმე უნარებში ჩემი დონე და კმაყოფილი ვარ, რომ ძალიან ახლოს იყო უნარების ტესტებთან. შესაბამისად, ერთგვარი რეპეტიცია იყო ეროვნულებისთვის. გარდა ამისა, გრანტისა და ფასიანი საჩუქრისთვის ძალიან მადლობელი ვარ.
რაც შეეხება პრიორიტეტული უნივერსიტეტების ჩამონათვალში შავი ზღვის უნივერსიტეტის პირველ ადგილზე დაწერას, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი არის IBSU“, – ამბობს ანა ჩხეიძე.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი