GE

რა უპირატესობები აქვს IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას?

რატომ IBSU-ს სადოქტორო პროგრამა ?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამები ინგლისურადაა, რაც საშუალებას იძლევა დისერტაციაზე მუშაობა და დაცვა წარიმართოს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. სამაგალითოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ სადოქტორო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებებში, რომლის განვითარებაშიც ჩართულია კომპიუტერული მეცნიერების პროფესურა დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან (შტუტგარტის უნივერსიტეტი, ლინცის იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტი, პორტოს უნივერსიტეტი, ტიმიშოარის დასავლეთის უნივერსიტეტი, პარიზის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ა.შ.).
კომპიუტერული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე ბოლო ორი დაცვა შედგა 2018 წელს, სადაც მარიამ დედაბრიშვილს და აზამატ ჟამანოვს მიენიჭათ დოქტორის აკადემიური ხარისხი. აღსანიშნავია რომ, ორივე კანდიდატის სადოქტორო ნაშრომის რეცენზირება მოხდა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და ორივე სადოქტორო ნაშრომმა მიიღო უმაღლესი შეფასება.

მარიამ დედაბრიშვილის სადოქტორო ნაშრომის რეცენზირება გააკეთა პროფესორმა დიანა კუკმა ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პროფესორმა დანიელა მიკუჩიმ მილანის უნივერსიტეტიდან. ორივე პროფესორი არის დარგის მაღალი რანგის ექსპერტი. დიანა კუკი ავტორია 5 სახელმძღვანელოსი, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა ციტირება აღემატება 24 000-ს. კუკის ხელმძღვანელობით 30-ზე მეტმა სტუდენტმა დაიცვა სადოქტორო ნაშრომი და დარგში მიღწეული წარმატებისთვის ის დაჯილდოებულია არაერთი პრიზით. პროფესორი დანიელა მიკუჩი მილანის უნივერსიტეტიდან ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. ის ხელმძღვანელია არაერთი საერთაშორისო პროექტის და ასევე, IEEE/ACM საზოგადოების წევრია.

აზამატ ჟამანოვის სადოქტორო დისერტაციის რეცეზენტები იყვნენ პროფესორი ვეი ვანგი სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პროფესორი ილიას მაგლოგიანისი პირეოსის უნივერსიტეტიდან. ვეი ვანგი ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ხელმძღვანელობდა არაერთ სამეცნიერო პროექტს. ილიას მაგლოგიანისი პირეოსის უნივერსიტეტში კომპიუტერული ბიომედიცინის ლაბორატორიის დირექტორია. ის ავტორია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და IEEE/SPIE/ACM საზოგადიების წევრია.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე საერთაშორისო ექსპერტმა რეცენზირება გააკეთა დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამრიგად, პროგრამაში ადგილობრივ აკადემიურ პერსონალთან ერთად სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელებად და რეცეზენტებად საერთაშორისო მაღალი რანგის ექსპერტების ჩართვა უზრუნველყოფს შზსუ-ში დაცული სადოქტორო დისერტაციის მაღალ ხარისხს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური