დეპუტატი: ეს აბსურდია, მასწავლებლებს დაევალათ მშობლებს დაუმტკიცონ, რომ მათ შვილებს ნიშანი არ დააკლეს
„შევხვდი მასწავლებლების დიდ ჯგუფს და კერძო და საჯარო სკოლის მასწავლებლებს ერთი წუხილი აქვთ, ეს არის ბიუროკრატია, რომელიც მათ დაევალათ სამინისტროს მიერ“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დეპუტატის განცხადებით, ეს ბიუროკრატია მასწავლებლებს მთელ დროს ართმევს, რაც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მოამზადონ ხარისხიანი გაკვეთილი ბავშვებისთვის და ასევე მათ საერთოდ აღარ რჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის.
„ისინი საღამოობით ასრულებენ საშინაო დავალებებს. მთელი დღე არიან სკოლაში, მუშაობენ, ზოგი გახანგრძლივებულშიც რცება ექვს საათამდე. მერე მოდის სახლში, მოაქვს ვეებერთელა ბაინდერები, ზის და ტესტებს ასრულებს. ეს ტესტები დაევალათ იმიტომ, რომ მასწავლებლებმა დაუმტკიცონ მშობლებს, რომ მათ შვილებს ნიშანი არ დააკლეს. ესეც აფსურდია. მე ვისურვებდი, რომ მშობლები მთელი წლის განმავლობაში ჩართულები ყოფილიყვნენ საკუთარი შვილების სწავლის პროცესში, რადგან სკოლებში სწავლის ხარისხს ეს ნამდვილად გააუმჯობესებს. გამოდის, რომ სახელმწიფო ხელს უშლის მასწავლებლებს შეასრულონ ყველაზე მთავარი – რომ მისცენ ჩვენ შვილებს განათლება. ამაში განათლების სამინისტრო ხელს უშლის მასწავლებლებს“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა 13 ივნისს პარლამენტში.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის სტუმრობისას დადებული პირობა გაიხსენა, რომლის თანახმადაც, ეს ბიუროკრატია აღარ იარსებებდა და მასწავლებლებს ექნებოთათ საშუალება, თავისი საქმე გაეკეთებინათ, თუმცა როგორც პარლამენტარი ამბობს, დაპირება დაპირებად რჩება და მასწავლებლებს იგივე პრობლემა აქვთ.
დეპუტატის თქმით, არდადეგები ცვლილებებისთვსი კარგი პერიოდია, სამინისტროს აქვს დრო და ახალი სასწავლო წლიდან, მასწავლებლები უნდა გათავისუფლდნენ ამ წნეხისგან, მიეცეთ საშუალება, რომ ჩვენ შვილებს ხარისხიანი განათლება მისცენ.
- „ლექტორმა რა უნდა მისცეს ჩემს შვილს? არის საშიშროება, რომ ტვინში ჩაუტუმბოს რაღაც სიბილწე…“ – მშობელი ქუთაისიდან by პოზიცია
- რატომ ელოდებიან სკოლები განათლების სამინისტროს დირექტივას მედიასთან ურთიერთობისას? – უწყების წარმომადგენლის პასუხი by პოზიცია
- „გამოცდების ამ მოდელით კვლავ არათანაბარ პირობებში არიან აბიტურიენტები“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული by პოზიცია