რატომ ხდება, რომ აბიტურიენტი არც ერთ გამოცდაზე არ იჭრება და მაინც უმაღლესის გარეთ რჩება?
EDU.ARIS.GE – ს პროექტი ჰკითხე ედუს წარმოგიდგენთ აქტუალურ კითხვას აბიტურიენტებისთვის საინტერესო საკითხზე.
მაშ ასე, დღევანდელი კითხვა:
– როგორ მოხდა რომ აბიტურიენტმა ყველა საგანში გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ვერცერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება ?
– აბიტურიენტის გადანაწილება ხდება შესაბამის პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის (პრიორიტეტული საგნის ქულა) საფუძველზე.
უმაღლესი სასწავლებლები თავად აწესებენ თითოეულ პროგრამაზე მინიმალური კონპეტენციის შიდა ზღვარს. თუ თქვენ ვერ ჩაირიცხეთ ე.ი. თქვენს მიერ არჩეულ პროგრამაზე ჩასარიცხად საკმარისი ქულა ვერ დააგროვეთ.
რამდენი ქულა იყო გამსვლელი კონკრეტულ შემთხვევაში, იხილეთ ვებგვერდზე: www.naec.ge – საკუთარი შედეგების განმარტებაში.
პასუხი გაცემულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით
საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016
ცნობარი აბიტურიენტებისთვის – გამოცდები 2016
ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში
- ცნობილია რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2024 by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- გამოქვეყნდა გამოცდებისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ინსტრუქცია – ვადები by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა ვადით გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი? – პასუხი 2024 წლის აბიტურიენტებს by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე