როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა თითოეულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე?

EDU.ARIS.GE – ს პროექტი ჰკითხე ედუს წარმოგიდგენთ აქტუალურ კითხვას აბიტურიენტებისთვის საინტერესო საკითხზე.
მაშ ასე, დღევანდელი კითხვა:
–როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა თითოეულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე?
–საკონკურსო ქულის (რომლის მიხედვითაც ხდება ჩარიცხვა) გამოანგარიშება ხდება შემდეგნაირად: თითოეული გამოცდის სკალირებული ქულა გამრავლდება საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მინიჭებულ კოეფიციენტებზე და შედეგები შეჯამდება.
მაგალითად: აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 151,6; ზოგად უნარებში _ 148,3, უცხოურ ენაში _ 145,6, მათემატიკაში _ 154,0. ამ გამოცდების კოეფიციენტები ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამისად არის 4; 3; 3; 2. ჯამური საკონკურსო ქულა იქნება 151,6X4 + 148,3X3 + 145,6X3 + 154,0X2 = 606,4 + 444,9 + 436,8 + 308,0 = 1796,1. სხვა საგანმანათლებლო პროგრამისათვის, თუ მას განსხვავებული კოეფიციენტები აქვს მინიჭებული ამ გამოცდებისათვის, ანალოგიური წესით გამოთვლილი ჯამური საკონკურსო ქულა განსხვავებული იქნება. კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისას უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ გამოცდების შედეგები, რომლებიც მითითებული აქვს ამ საგანმანათლებლო პროგრამას.
ცნობარი აბიტურიენტებისთვის – გამოცდები 2016
საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016
ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში
-
„თუ პასუხი მოითხოვს ორი საუკუნის დასახელებას, მაგრამ დაწერთ ერთს, იმ ერთ ქულასაც ვერ მიიღებთ“ – ისტორიკოსი აბიტურიენტებს by რჩევები
-
როგორ იმოძრავებს ზაფხულის გამოცდებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტი თბილისის საგამოცდო ცენტრებისკენ – მიმართულებები by საცნობარო
-
ხარისხის ცენტრი: სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმს უარი ეთქვა ავტორიზაციის მინიჭებაზე by ARIS.GE-განათლება