მთავრობამ ისევ გაზარდა 2026 წელს მაგისტრატურის საფეხურზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა – დადგენილება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დადგენილებით, გაიზარდა 2026 წელს მაგისტრატურაში მისაღები სტუდენტების კვოტების რაოდენობა.
ცვლილება განაპირობა სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციამ.
როგორც 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამაზე სუსი 20 სტუდენტს მიიღებს.
შესაბამისად გაიზარდა 2026 წელს მაგისტრატურაში მისაღებ პირთა კვოტა და ახლა 3410-ს შეადგენს.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის, იხილეთ ცვლილება პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში „2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“.
ამავე თემაზე:
-
გამოქვეყნდა 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები, გათანაბრებული ქულები და მაგისტრანტების სია
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები და ქულათა გათანაბრების ცხრილი
by შედეგები (2013-2026)
-
როგორ გავასაჩივროთ საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგი – ინსტრუქცია 2026
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე