რომელ საგნებში და რატომ ჩააბარებენ ტესტებს მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები გაზაფხულზე – სოფო გორგოძის განმარტება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფო გორგოძის თქმით, პროექტ „შეფასება განვითარებისთვის“ განხორციელების გეგმა 5 წლიანია და სურვილის შემთხვევაში მასში ჩართვა კერძო სკოლებსაც შეეძლებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს 200-მდე საჯარო სკოლის მე-4 და მე-6 კლასელები ტესტებს ქართულ ენასა და მათემატიკაში ჩააბარებენ, სოფო გორგოძე განმარტავს თუ რატომ გაკეთდა აქცენტი ამ ორ საგანზე.
„როგორც წესი, ითვლება, რომ თუ ბავშვს შეუძლია კარგად წერა-კითხვა და თუ აქვს რაოდენობრივი აზროვნება განვითარებული, შემდეგ ყველა საგანს სწავლობს კარგად. შესაბამისად, ჩვენ ამ ორი საგნით ვიწყებთ, არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ დავამატოთ ვთქვათ ბუნებისმეტყველება. ასევე მეათე კლასშიც იგეგმება შეფასებითი ტესტირება, თუმცა არა მიმდინარე სასწავლო წელს. წლევანდელი სასწავლო წლის ბოლოს გავაკეთებთ პილოტირებას მე-4 მე-6 კლასებში, შემდეგ წელს გვინდა, რომ სრულ მასშტაბზე გადავიდეთ დაწყებით კლასებში, ასევე შემდეგ წელს ვგეგმავთ, რომ პილოტირება დაიწყოს მეათე კლასშიც. ეს პროექტი 5 წლიან გეგმას მოიაზრებს და 5 წლის თავზე ყველაფერი იქნება გამართული. პილოტირების ეტაპზე პროექტში შეიძლება 200-მდე საჯარო სკოლა ჩაერთოს. კერძო სკოლებს შეეძლებათ სურვილის მიხედვით, ჩაერთონ ამ პროექტში“, – ამბობს სოფო გორგოძე.
ამავე თემაზე:
„ნაეკი“: 2019-2020 სასწავლო წელს მე-10 კლასში საპილოტე გამოცდები არ ჩატარდება
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება