GE

რომელი პედაგოგები ისარგებლებენ უფასო მედიკამენტებით – ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

პედაგოგების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, მასწავლებლებს სრულად დაუფინანსდებათ ის სამედიცინო სერვისები, რაც კანონით აქამდეც ეკუთვნოდათ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ახალი ვერსიით, უფასო ჯანდაცვაზე წვდომა მეტ-ნაკლებად ეზღუდება ყველას, გარდა პედაგოგებისა, 0-5 წლამდე ბავშვებისა, სტუდენტებისა, პენსიონერებისა, შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა.

„საჭიროებასა და სამართლიანობაზე ორიენტირებული“ – ასე შეაფასა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, პროგრამის ახალი ტალღა და სახელწიფო დაფინანსების შესაძლებლობა მოუხსნა მოქალაქეების იმ ნაწილს, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს.

davit_sergeenko_2365hjmზაფხულიდან ძალაში შევა უფასო მედიკამენტების პროგრამაც, რომლის დეტალებიც ჯერ დაზუსტების ფაზაშია. პირველადი გათვლით, წამლებს ის პენსიონერები (მათ შორის ასაკით პენსიონერი პედაგოგები) მიიღებენ, რომელთაც მინისტრის მიერ ჩამოთვლილი 4 ქრონიკული დაავადებიდან ერთ-ერთი აქვთ.

„პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ ივნისიდან, ამოქმედდება ოთხი, მასშტაბურად ყველაზე დიდი დაავადების სამართავი მედიკამენტების უფასო პროგრამა. ესენია: გულ-სისხლ-ძარღვთა ყველა დაავადება, დიაბეტის მეორე ტიპი, ბრონქიალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ეს პროგრამა სავარაუდოდ, ივნისიდან ამოქმედდება და მიმღებ  პირებს, სიმბოლური ფასი, თვეში 1 ლარი  დაუჯდებათ“, – განაცხადა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ცვლილებების თანახმად, პედაგოგებს კიდევ ერთი უპირატესობა მიენიჭებათ. მათ შეეძლებათ, პარალელურად ისარგებლონ კერძო სადაზღვევო კომპანიის ე.წ. „შემავსებელი“ პაკეტით, რომელიც იმ დანაკლისს შეავსებს, რასაც სახელმწიფო ვერ ფარავს და პაციენტებს ჯიბიდან დამატება უწევთ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი პაკეტის ფასი თვეში 10-დან 15 ლარამდე იქნება და მას სადაზღვევო კომპანიები უახლოეს მომავალში გამოიტანენ გასაყიდად.

ცვლილებებს აპრილის მეორე კვირაში მთავრობის სხდომაზე გაიტანენ.

სად შეიძლება ვნახო მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების დღეს მოქმედი ვერსია?

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური