„სამინისტროების გაყოფა წინასაარჩევნო გადაწყვეტილებაა, რომ ადამიანები უკეთესად აკონტროლონ“
სკოლის ყოფილი დირექტორი და “ევროპული საქართველოს” წევრი მარიამ რამინაშვილი განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფას აფასებს.
როგორც რამინაშვილმა გადაცემაში “სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა” განმარტა, სამინისტროების გაყოფით არაფერი შეიცვლება. ის მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების მორიგი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ადამიანი დაასაქმოს და შემდგომში მართოს წინასაარჩევნოდ.
“კარგა ხანია ვიცით, რომ ეს სამინისტრო ემზადება გაყოფისთვის. მაგრამ აქამდე, ასე ღიად საუბარი არ იყო, როგორც დღეს დაანონსდა. ეს არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, იმისთვის რომ გააკონტროლონ მეტი ხალხი. არანაირი სხვა შინაარსობრივი ან სამინისტროს განვითარებისთვის გაღებული მსხვერპლი ეს არ არის. მათ სურთ, რომ წინასაარჩევნოდ უკეთესად აკონტროლონ ადამიანები”, – განაცხადა მარიამ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროები კვლავ გაიყოფა. ამის შესახებ მთავრობაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როგორც ცნობილია, უწყებების გაყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება.
- „ლექტორმა რა უნდა მისცეს ჩემს შვილს? არის საშიშროება, რომ ტვინში ჩაუტუმბოს რაღაც სიბილწე…“ – მშობელი ქუთაისიდან by პოზიცია
- რატომ ელოდებიან სკოლები განათლების სამინისტროს დირექტივას მედიასთან ურთიერთობისას? – უწყების წარმომადგენლის პასუხი by პოზიცია
- „გამოცდების ამ მოდელით კვლავ არათანაბარ პირობებში არიან აბიტურიენტები“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული by პოზიცია