საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა
საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (SEU) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) 12.1 მილიონ დოლარად შეიძინა, ამის შესახებ სამეწარმეო რეესტრში ვკითხულობთ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტეტის (CU) დამფუძნებელმა, კახა შენგელიამ და სეუ-ს დამფუძნებელმა გია კავთელიშვილმა 2023 წლის თებერვალში შეიძინეს. აღნიშნულ პერიოდში კახა შენგელიას წილი 49%-ს, გია კავთელიშვილის წილი კი 51%-ს შეადგენდა. შემდგომში კი IBSU-ის 100%-ის წილის მფლობელი თავად კახა შენგელია გახდა. ამჟამად კი, შენგელიასგან უნივერსიტეტის 100%-ის წილი სეუ-მ შეიძინა, რომლის 100%-ის წილსაც გია კავთელიშვილი ფლობს. როგორც ცნობილია 2023 წელს, IBSU-ის შესყიდვა $10 მილიონ დოლარად მოხდა.
2025 წლის 27 აგვისტოს მონაცემების თანახმად, IBSU-ის დირექტორად კახა შენგელია რჩება, რაც შეეხება იბსუ-ს კონსულტანტს – გიორგი ამილახვარს, უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, იგი საზაფხულო შვებულების შემდეგ სამსახურში ჯერ არ გამოსულა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 681, ხოლო საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა 879 სტუდენტი მიიღო.
ამავე თემაზე:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიყიდა – რას წერს საკითხზე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი
-
„მოუწევთ სწავლა ისეთ უნივერსიტეტში და იმ პროგრამაზე, რომელიც მათ ინტერესში არ იყო“ – მშობელი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაუქმებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია შედეგები, ქართულში, მათემატიკაში, ისტორიაში, ხელოვნებაში, ქიმიასა და სამოქალაქო განათლებაში – ეროვნული გამოცდები 2026
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„ჩვენ ხომ ვიცით, ამ ქვეყანაში დასაქმება, რეალურად, ცოდნის მიხედვით არ ხდება“ – რატომ ირჩევენ აბიტურიენტები ისევ უნივერსიტეტს და არა პროფესიულ განათლებას
by ARIS.GE-განათლება