შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიყიდა – რას წერს საკითხზე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი
ორ ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი $10 მილიონად გაიყიდა და მისი ახალი მფლობელები არიან კახა შენგელია, „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი და გია კავთელიშვილი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) რექტორი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია იქნება. ამის თაობაზე უნივერსიტეტთან დაკავშირებული მიმდინარე სიახლეების შესახებ საკუთარ განცხადებაში წერს უნივერსიტეტის უკვე ყოფილი რექტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი, რომელიც რექტორის მოადგილის პოზიციაზე რჩება და ამბობს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მთლიანად გადავიდა ქართული მხარის მფლობელობაში.
“დღეიდან აღარ ვიკავებ რექტორის პოზიციას. აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ უნივერსიტეტს შეეცვალა დამფუძნებლები და პარტნიორები და მთლიანად გადავიდა ქართული მხარის მფლობელობაში. რექტორის პოზიციას დაიკავებს ყველასათვის ცნობილი, ბ-ნი კახა შენგელია. გარწმუნებთ, რომ უნივერსიტეტი თავის საქმიანობას გააგრძელებს და მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ახალი მენეჯმენტითა და ხედვებით გაცილებით გაძლიერდება და განვითარდება”, – წერს საფფეთ ბაირაქთუთანი.
ორ ოქტომბერს, ბიზნეს რეესტრში ასახული ინფორმაციის თანახმად, უნივერსიტეტის 100%-იანი წილიდან შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტის 51%-ის მფლობელი გია კავთელიშვილია, კახა შენგელიას კი წილის 49% ეკუთვნის.
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება