საქართველოში 12-17 წლის 13 000-ზე მეტი მოზარდია კორონავირუსზე ორჯერადად აცრილი, ერთჯერადად 16 000-ზე მეტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 30 იანვრის ინფორმაციით, საქართველოში, 12-15 წლის მოზარდებში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 898 (2.20%) ადამიანი, სრულად აცრილია 2 737 (1.54%).
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 424 (15.32%), სრულად კი, აცრილია 10 840 (13,37%).
24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 156-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 710 914 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 162 773 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 001 275, გარდაიცვალა 14 945 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი – 24 მაისიდან.
ასევე იხილეთ:
ერთ კვირაში კორონავირუსის მიზეზით ასეულობით სკოლა დაიხურა – უახლესი სტატისტიკა
-
რომელ კომპონენტებს შეიძლება მოიცავდეს 120 და 60 კრედიტიანი მაგისტრატურის პროგრამები – ცვლილებები ბრძანებაში
by ARIS.GE-განათლება
-
რა უპასუხეს და რა საკითხები წერეს ისტორიის გამოცდის ორივე სესიაზე აბიტურიენტებმა – პირველი დღის შეფასებები
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ბიოლოგიაში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე