სასარგებლო რესურსები უცხო ენების უფასოდ შესასწავლად
გთავაზობთ სასარგებლო ვებ-გვერდების სიას, რომლებიც დაგეხმარებათ უცხო ენების შესწავლაში.
List-english.ru – საგულდაგულოდ შერჩეული სასწავლო მასალა ინგლისური ენის შესასწავლად: ონლაინ-ლექსიკონი, სკოლები, ფორუმები, რეპეტიტორები, ტესტები, სასკოლო სახელმძღვანელოები, ვიდეო-კურსები, თამაშები, პროგრამები და მრავალი სხვა. ყველაფერი უფასოა.
Englishtips.org – სახელმძღვანელოებისა და წიგნების ზღვა, შესაძლებელია გადმოწერაც. კარგად მუშაობს საძიებო სისტემა.
Britishcouncil.org – ტესტები, გრამატიკა, თამაშები და მრავალი სხვა. ყველაფერი ინგლისურადაა, ამიტომ დამწყებებისთვის რთული იქნება ორიენტირება, თუმცა ცდად ღირს.
Bbc.co.uk – მრავალფეროვანი მასალა ყოველდღიური, თანამედროვე ენის შესასწავლად.
Real-english.com – საკმაოდ კარგი საიტი გაკვეთილებით, სტატიებითა და ვიდეოებით. სანამ შესწავლას დაიწყებდეთ, მთავარ გვერდზე აირჩიეთ სასურველი ენა.
Eslpod.com – გვერდი კალიფორნიიდან. მისი მთავარი ამოცანაა – ინგლისურის სწავლება, როგორც მეორე ენა. აქვს უზარმაზარი მასალის გადმოწერის შესაძლებლობა.
Elllo.org – მასწავლებლებისა და საშუალო დონის სტუდენტებისთვის ნამდვილი მიგნებაა. შესაძლებელია გამოთქმების შედარება კანადიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან და ა.შ.
Grammairefrancaise.net – კარგი საიტია, ბევრი ინფორმაციაა შესამოწმებელი დავალებებით, ყველაფერი ფრანგულადაა.
Studyfrench.ru – საუკეთესო რუსულენოვანი საიტი, განსაკუთრებით სასარგებლო იქნება პირველ ეტაპზე, რამდენადაც გრამატიკის ახსნა რუსულადაა, ხოლო ტექსტებს აქვთ თარგმანი.
Bbc.co.uk – ფრანგულის ვიდეოკურსი. საიტი ინგლისურენოვანია და ყველა ახსნაც ინგლისურად არის. ასე რომ პარალელურად გაიმყარებთ ინგლისურის ცოდნასაც.
Laits.utexas.edu/fi – ვიდეო, აუდიო დავალებები გრამატიკაში, ფონეტიკა.
Ikonet.com/fr – ინტერაქტივი: ვიდეო, აუდიოდავალებები, ტესტები და ლექსიკონი.
Polyglotclub.com – აქ შეგიძლიათ იპოვოთ ფრანგები, რომლებიც სწავლობენ რუსულს, ამგვარად შეძლებთ ეკონტაქტოთ და დახვეწოთ უნარები.
Hispanistas.ru – უამრავი წიგნი, აუდიო, ვიდეო, ფორუმი. სასარგებლო და მრავალფეროვანი ინფორმაცია.
Rae.es – ესპანური ენის ლექსიკონი.
Lingus.tv – ვიდეო სხვადასხვა დონეებისთვის. ძირითადად წარმოდგენილია ყოველდღიური დიალოგები. ვიდეოების გარდა არის ტექსტები და ამ დიალოგების ესპანურ-ინგლისური თარგმანი.
Recursosdidacticos.es – გახმოვანებული ტექსტების კრებული. ტექსტები დაყოფილია ჟანრებად (პიესები, მოთხრობები, პოეზია და ა.შ). შესაძლებელია დაწყება masleidos-დან(ყველაზე წაკითხვადი) ან masvalorados-დან(ყველაზე მაღალრეიტინგიანი).
Dirae.es – ძალიან საინტერესო ლექსიკონი. მაგალითად შეგყავთ საძიებო სისტემაში სიტყვა azul. ის გთავაზობთ სტატიას ამ სიტყვის მნიშვნელობის ყველა შესაძლო ვარიანტით.
Travlang.com – საიტი ინგლისურ ენაზეა, თემატურად დაყოფილი რუბრიკებით.
German.about.com – გრამატიკა, სავარჯიშოები, ტრენინგები სმენისა და გამოთქმის გასაუმჯობესებლად.
Dw.de – გერმანული ენის კურსი წარმოდგენილი რადიოსადგურ „DeutscheWelle“-ს მიერ. საიტი შეიცავს ფაილებსა და სიახლეებს mp3 ფორმატში, სხვადასხვა თემებზე.
Deutsch-uni.com.ru – საინტერესო საიტი მათთვის, ვინც სწავლობს გერმანულ ენას, უამრავი სასარგებლო და საჭირო რესურსი.
Webs.racocatala.cat – შესანიშნავი სასწავლო საიტი, რომელზეც თავმოყრილია გრამატიკა, ლექსიკა, სავარჯიშოები, კარნახი, ტესტები, თამაშები, ანდაზები და გამოთქმები, სიმღერები, ვიდეო.
Studyitalian.ru – საიტი შეიცავს ბევრ საჭირო ინფორმაციას, სასარგებლოა დამწყებებისათვის.
Dizionario.rai.it – ორთოგრაფიისა და გამოთქმის ლექსიკონი.
Book2.de – კარგად მოფიქრებული საიტი-ლექსიკონი 100 თემაზე. შესაძლებელია გადმოწერა ორ ვარიანტად – თარგმანით და მის გარეშე. იტალიურის გარდა არის სხვა ენებიც.
Oneworlditaliano.com – სასწავლო მასალების ნაკრები, სავარჯიშოები, ბმულები, ტესტები და სიახლეები.
Lingvisto.org – გრამატიკისა და კითხვის წესები ჩეხურ ენაში.
Nej.wz.cz – „ყველაზე-ყველაზე“ ჩეხურ ენაზე. მაგალითად, ყველაზე გრძელი სიტყვა – nejneobhospodorovávatelnější.
KurzČeštiny – ვიდეო-გაკვეთილები დამწყებებისათვის.
Czechprimer.org – ენის შესწავლა სურათებით. არავითარი რეკლამა.
Czechclass101.com – აუდიო და ვიდეო გაკვეთილები ჩეხურ ენაში დამწყებთათვის. შესაძლებელია აგრეთვე სრული ტრანსკრიპციების, თანმხლები მასალების გადმოწერა, ხოლო განსაკუთრებით მონდომებული მოსწავლეებისთვის საკონტროლო დავალებებიც კი.
წყარო: adme.ru
ა.ზ.