საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი
პროექტის „პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესება საინჟინრო სფეროს პროფესიებზე საქართველოში“ დახურვის ღონისძიება გაიმართა საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“.
პროექტი 2016 წლის სექტემბრიდან ხორციელდება ISWD პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოში დამსაქმებლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის განვითარების გზით საინჟინრო სფეროში.
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორის “Pearson Education Limited”-ის მხარდაჭერით შემუშავდა კვალიფიკაციები, რომლებიც აკრედიტირებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და BTEC- ს (საერთაშორისო აკრედიტაცია) მიერ. აღნიშნულ პროგრამებს შორისაა: შედუღება, ჰაერის კონდიცირების სისტემები, ელექტრიკოსი, წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია და წყალანირების სისტემის ექსპლუატაცია.
ასევე კოლეჯში განახლდა აღჭურვილოვბა, ელექტროობის, ჰაერის კონდიცირების ლაბორატორიები და შედუღების სიმულატორები. BTEC- ის ექსპერტების დახმარებით, გადამზადდა კოლეჯის 25 პედაგოგი შემუშავებული ახალი პროგრამების სტრუქტურაში, მოდულების სპეციფიკაციებში, კრედიტების სისტემის შემუშავებაში, შეფასებაში, შიდა და გარე ვერიფიკაციაში, დავალების წერაში, სტუდენტების მიღწევების სისტემის შემუშავებაში.
ამასთან, ახალი კვალიფიკაციის განვითარების პროცესში კონსულტაციები იქნა გამართული და თანაშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმებული, დახლოებით, 20 ახალ კომპანიასთან. ერთ-ერთი ასეთი კი სამშენებლო მასალების იმპორტიორ მწარმოებელი კომპანია „ნოვაა“
როგორც კომპანია „ნოვას“ გენერალური დირექტორი აცხადებს, კოლეჯ სპექტრთან ორი მიმართულებით თანამშრომლობენ, ერთის მხრივ მათ კოლეჯში საკუთარი აუდიტორია გახსნეს, რომელსაც კოლეჯი მომავალი სტუდენტების მოსამზადებლად გამოიყენებს, და მეორეს მხრივ კომპანია კოლეჯ „სპექტრში“ გადამზადებულ პირებს საკუთარ კომპანიაში დაასაქმებს.
„როგორც სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებლისთვის ჩვენი პროდუქტების სწორად მიწოდება, ამისთვის საჭიროა შუამავალი ჩვენსა და მომხმარებელს შორის, რომლების სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც ამ კოლეჯში უნდა გადამზადდნენ. ეს არიან პროფესიული კადრები, ხელოსნები, რომლებმაც სწორად უნდა შექმნან ის სტანდარტი, რომელიც აუცილებელია პროდუქტის სწორად მიწოდებისთვის, ეს არის ერთი მიმართულება რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული კადრების მოძიება, რადგან ბაზარზე კვალიფიციური კადრების რეალური კრიზისი არსებობს.
„ვფიქრობთ სპექტრი დაგვეხმარება პროფესიონალი კადრებით, რომელთაც ექნებათ შესაბამისი სერტიფიკატები, ცოდნა, კვალიფიკაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“,- განაცხადა ედიშერ ხიმშიაშვილმა.
ღონისძიების მნიშვნელობასა და პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ.
„ღონისძიების მნიშვნელობა კომპანიების ჩართულობიდანაც კარგად ჩანს. წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი კერძო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ პროფესიულ განათლებასთან, კოლეჯთან შესაბამისი გადამზადებითა და სტაჟირებით.
ეს არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან თუ ბიზნესი არ ჩაერთვება პროფესიული განათლების განვითარებაში, ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულები და დღეს ზუსტად ეს იყო მნიშვნელოვანი. ახალი მიმართულებები, ახალი ლაბორატორიები, ინვესტიციები კერძო ბიზნესმენების მხრიდან პროფესიული კოლეჯის განვითარებისთვის“, – განაცხადა ტაკიძემ.
- 27 წლის სოხუმელი ბიჭის სოციალური საწარმო „დადარი“ და შშმ პირების მიერ დამზადებული საერთაშორისო დონის სათამაშოები by საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი"
- გარანტიებული სამუშაო და სოლიდური ხელფასი „სპექტრის“ კურსდამთავრებულებისათვის by საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი"
- „დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „სპექტრი“ by საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი"