„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „სპექტრი“
2 ოქტომბერს საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის ახალი პროექტის პრეზენტაციას საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,სპექტრმა“ უმასპინძლა. პრეზენტაციის თემა იყო EDU.ARIS.GE-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნა ახალი საკომუნიკაციო პლათფორმა „დაჩექინება“. აღნიშნული პლათფორმის საშუალებით სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ გაერთიანდნენ პროფესიული ნიშნით, კომუნიკაცია დაამყარონ როგორც ერთმანეთში, ისე პოტენციურ დამსაქმებლებთან და მათთვის საკუთარი CV ატვირთონ. ასევე ამ აქტივობით სტუდენტები ხელს შეუწყობენ პროფესიული განათლებისა და თავად კოლეჯის პოპულარიზაციასაც.
პრეზენტაციას „სპექტრის“ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი დეტალურად გაეცნენ პროექტის ფარგლებში შექმნილ ახალ გვერდს (https://edu.aris.ge/tvet/) და დაჩექინების პროცედურებს.
პრეზენტაციის ბოლოს პროექტის წარმომადგენლბმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და პროექტის შესახებ მათ მოსაზრებებს გაეცნენ, თუმცა მიუხედავად აქტიური აუდიტორიისა, მხოლოდ მათმა მცირე ნაწილმა გადაწყვიტა დაჩექინება სპეციალურად „სპექტრისთვის“ შექმნილ მიკროვებგვერდზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლას, ამჟამად კოლეჯს მიღება 22 პროგრამაზე აქვს გამოცხადებული.
გარანტიებული სამუშაო და სოლიდური ხელფასი „სპექტრის“ კურსდამთავრებულებისათვის
-
ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების მინისტრიც კი შვილს 2 პიჯაკსა და 4 შარვალზე მეტს ამ ეტაპზე ვერ უყიდის
by ARIS.GE-განათლება
-
24 აგვისტოს სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო – ვაკანტური ადგილები ხელმისაწვდომია
by ARIS.GE-განათლება