SEU-მ კიდევ ერთი უნივერსიტეტი იყიდა
2025 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (SEU) კიდევ ერთი, თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიძინა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესყიდვაში სეუ-მ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც გია კავთელიშვილია, დაახლოებით 3 მილიონ 300 000 დოლარი გადაიხადა.
ამჟამად თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 99%-იანი წილის მფლობელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტია, 1%-ს კი ვანო ყანდაშვილი ფლობს.
ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2025 წელს სულ 12 ქართველი აბიტურიენტი ჩაირიცხა. სავარაუდოდ, საგანმანათლებლო დაწესებულება უმეტესად უცხოელ სტუდენტებზე მუშაობს, მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების მიღებისთვის მზაობა საკუთარ მისიაშიც აქვს გაცხადებული. საგანმანათლებლო დაწესებულების საიტზე მითითებულ ნომრებზე დაკავშირება შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ზაფხულში საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა(SEU) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) 12.1 მილიონ დოლარად შეიძინა.
თავად SEU-ში ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა კი წლიდან-წლამდე კლებულობს:
2025 წელი – 879 პირველკურსელი;
2024 წელი – 1392 პირველკურსელი;
2023 წელი – 2362 პირველკურსელი.
ასევე იხილეთ:
გაერთიანდება თუ არა SEU და IBSU – რა გეგმა აქვს გია კავთელიშვილს
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება