GE

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლებისა და ენის სწავლების საკითხებზე მე-10 ონლაინ კონფერენციას მართავს

2 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლებისა და ენის სწავლების საკითხებზე (IRCEELT) მე-10 ონლაინ კონფერენციას გამართავს.

კოვიდ-19- ს გამო კონფერენცია ტარდება ონლაინ რეჟიმში, ჩვეული რეჟიმის ნაცვლად. კონფერენციაში, საქართველოს გარდა, 15 ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას (აშშ, გაერთიანებული არაბული ემირატები, ერაყი, თურქეთი, ისრაელი, ირანი, ლატვია, ნიგერია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სომხეთი, ტაილანდი, უნგრეთი, ხორვატია).

კონფერენციის ონლაინ მოსმენა შესაძლებელია კონფერენციის საიტზე www.ircelt.ibsu.edu.ge.

კონკრეტული საკითხებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ircelt@ibsu.edu.ge.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური