GE

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორსა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი, სხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას, კელი დეგნანსა და საელჩოს კულტურისა და განათლების საკითხთა ატაშეს, კრისტოფერ ანდერსონს შეხვდა.

გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, დისკუსია გაიმართა უმაღლესი განათლების თანამედროვე ტენდენციებზე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკის საელჩოს, წლებია მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა აკავშირებს აკადემიურ და საგანმანათლებლო დონეზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური