GE

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აშშ-ის ელჩისგან წერილი მიიღო

თქვენთვის ცნობილია, რომ არაერთი წელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკის საელჩოს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტმა ელჩისგან, კელლი ს. დეგნანისგან წერილი მიიღო, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

პატივცემულო რექტორო:

დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერი წერილისთვის. მე დიდად მოხარული ვარ ამერიკის საელჩოსა და იბსუს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ასახავს ამერიკულ-ქართული ურთიერთობების სიღრმესა და სიძლიერეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ ორივე ქვეყანას დიდი სირთულეები მოუტანა, მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ შევძლებთ ნებისმიერი გამოწვევის გადალახვას და გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდით დგომას.

ჩემი გუნდისგან ვიცი, რომ ამერიკის საელჩო და IBSU მჭიდროდ თანამშრომლობენ ფართო სპექტრის საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებში, მათ შორის ისეთებში, როგორიცაა ამერიკისმცოდნეობა, ინგლისური ენის სწავლება, საერთაშორისო ურთიერთობები და ბევრი სხვა. ისეთი აკადემიური ღონისძიებები, როგორიცაა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში და საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებში, ნათლად აჩვენებენ იმ ზეგავლენას, რაც იბსუს გააჩნია საქართველოსა და კავკასიის რეგიონზე.

მე გამოვთქვამ სურვილსა და მზაობას გეწვიოთ უნივერსიტეტში მაშინ, როდესაც გარემოებები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ვიმედოვნებ აგრეთვე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას არსებულ და სამომავლო პოტენციურ სფეროებში საქართველოში საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.

პატივისცემით,
კელი ს. დეგნანი
ელჩი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური