სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდების ჩატარების განრიგი, ადგილი და დრო ცნობილია
განისაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის – ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი, დრო და ხანგრძლივობა (იხ. ბრძანება).
დირექტორობის მსურველთა საგამოცდო ცენტრებში გადანაწილების შესახებ ინფორმაცია, რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდების მიხედვით, გამოქვეყნდება 2020 წლის 04 მარტს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დირექტორობის მსურველებმა, რომლებსაც აქვთ გადაადგილების შეზღუდვა და საჭიროებენ ადაპტირებულ გარემოს (ლიფტი, პანდუსი), მათი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, 2020 წლის 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ფანჯიკიძის N1ა, შემოსასვლელი პეკინის N44, ელ-ფოსტა: info@emis.ge).
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება გაიმართება ელექტრონული ფორმით 2020 წლის 06 და 07 მარტს შემდეგ მისამართებზე:
- სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“
მისამართი: ქალაქი ქობულეთი, რუსთაველის N154 - სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
მისამართი: ქალაქი თბილისი, გურამ ფანჯიკიძის N3 - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მისამართი: ქალაქი თბილისი, კოსტავას N68 (I კორპუსი).
ტესტირება ჩატარდება 4 სესიად, დღეში 2 სესია. ტესტირების პირველი სესია დაიწყება 09:00 საათზე, ხოლო მეორე სესია – 16:00 საათზე. ტესტირების ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს
შენიშვნა: მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის მსურველები, რომლებიც სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ფანჯიკიძის N1ა, შემოსასვლელი პეკინის N44, ელ-ფოსტა: info@emis.ge) 2020 წლის 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, მიმართავენ შესაბამისი განცხადებითა და ცნობით, ტესტზე სამუშაოდ მიეცემათ დამატებით 30 წუთი.
რეგისტრაცია დაიწყება ტესტირების დაწყებამდე 1 საათით ადრე. დირექტორობის მსურველი ვალდებულია, ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით, საგამოცდო ცენტრში გამოცხადდეს რეგისტრაციის დასრულებამდე.
დირექტორობის მსურველი ვალდებულია თან იქონიოს:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
- საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი, რომელიც მიენიჭა რეგისტრაციის დროს;
- საწერი კალამი.
შენიშვნა: ტესტირებაზე არ დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელსაც თან არ ექნება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი, ასევე – რეგისტრაციაზე/ტესტირებაზე დაგვიანებული პირი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 200 220 (შიდა 6).
სკოლის დირექტორობის მსურველთათვის დამატებითი ინფრომაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge.
აუცილებელი ინფორმაცია სკოლის დირექტორობის მსურველთათვის:
სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდისთვის
რომელი კანონები უნდა იცოდეს სკოლის დირექტორობის მსურველმა სერტიფიცირების გამოცდისთვის
საგამოცდო პროგრამა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირებისთვის დამტკიცდა
შეეხებათ თუ არა სერტიფიცირება მოქმედ სკოლის დირექტორებს და მოვალეობის შემსრულებლებს
საჯარო სკოლის დირექტორთა ახალი სტანდარტი დამტკიცდა – დოკუმენტი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება