GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მალმოს უნივერსიტეტის პროფესორებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძისა და შვედეთის ქალაქ მალმოს უნივერსიტეტის პროფესორების მორიგი შეხვედრა გაიმართა.

უნივერსიტეტის სტუმრებს შორის იყვნენ: კარინა ვამლინგი, რევაზ ჭანტურია, ოსკარ ჰერმერი და რებეკა ლეტევალი.

კარინა ვამლინგი – მალმოს უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი, რუსეთისა და კავკასიის რეგიონული კვლევების ცენტრის თანათავმჯდომარე.
რევაზ ჭანტურია – მალმოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების სექციის ქართული და რუსული ენების ინტერნეტდისტანციური სწავლების ლექტორი.

ოსკარ ჰემერი – ანთროპოლოგი, პროფესორი, ჟურნალისტი და ამავდროულად რამდენიმე რომანისა და კვლევის ავტორი.

რებეკა ლეტევალი – კულტურისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალმოს უნივერსიტეტში. ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი „სუდერტორნის“ (Södertörn) უნივერსიტეტში.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა რექტორს თავიანთი სამეცნიერო და საუნივერსიტეტო გამოცდილება გაუზიარეს და უნივერსიტეტებში დანერგილ დისტანციურ სწავლების მეთოდებსა და გაცვლით პროგრამებზე ისაუბრეს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მათ უნივერსიტეტის ახალი სტრატეგიული გეგმა გააცნო და ყურადღება გაამახვილა საუნივერსიტეტო დიპლომატიის განვითარებასა და როლზე საერთაშორისო მასშტაბით მშვიდობის დამყარებაში.

დასასრულს ზურაბ ხონელიძემ მალმოს უნივერსიტეტის პროფესორებს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო სამომავლო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური