GE

სსუ-ში ცნობილმა ეთნოლოგ-ფოლკლორისტმა ნუგზარ ანთელავამ საჯარო ლექცია ჩაატარა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილმა ეთნოლოგ-ფოლკლორისტმა, პროფესორმა ნუგზარ ანთელავამ, საჯარო ლექცია თემაზე: „კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები“ ჩაატარა. ასევე წარადგინა ფუნდამენტური კვლევა – „კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები“.

პროფესორმა ნუგზარ ანთელავამ კაცობრიობის განვითარების ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ისაუბრა, ფართო ჭრილში განიხილა პალეოლითის და ნეოლითის ხანა და აღნიშნა, რომ ამ დროს კავკასია დასახლებული იყო და ჩვენ ამ ადგილის ძირძველი მკვიდრნი (ავტოქტონი მოსახლეობა) ვართ.

მეცნიერმა პირველყოფილი ადამიანის აზროვნების, მისი მითოსური აზროვნების, მითებისა და ეპოსის განვითარების ეტაპებზე დამსწრე საზოგადოებას საინტერესო მოსაზრებები გააცნო. აქცენტი აფხაზეთზე გაკეთდა – აფხაზურ მითებზე, წეს-ჩვეულებებსა და რიტუალზე; გაკეთდა მნიშნელოვანი დასკვნა, რომელიც ეფუძვნება პროფესორ ნუგზარ ანთელავას მრავალწლიან და ნაყოფიერ მოღვაწეობას დასახელებულ მიმართულებაზე – კერძოდ ირკვევა, რომ აფხაზური მითებისა და რწმენა-წარმოდგენების ჩამოყალიბება ხდებოდა ადგილობრივ, ანუ ენდემურ ნიადაგზე, რომელიც ადრეული სახით უფრო ბზიფურ ნაწილში არის შემონახული, ხოლო აბჟუური განიცდის გვიანდელი ქრისტიანული ეპოქის ზეგავლენას. ამიტომაც აქ ძირითადად ქართველებთთან საზიარო ვითარება არის დამოწმებული.

განსაკუთრებული აქცენტი ასევე გაკეთდა ნართული ეპოსის გენეზისის საკითხებზე, რომელშიც პროფესორი ნუგზარ ანთელავა გადამწყვეტი არგუმენტის ძალად სწორედ აფზახური ნართული ეპოსის კვლევაში გააქტიურების სახით ხედავს, რამაც მრავალ ბუნდოვან საკითხში სიხადე შემოიტანა, ავტორისეული კვლევის შედეგების მიხედვით.

სიტყვით კავკასიოლოგი, პროფესორი მერაბ ჩუხუა გამოვიდა, მან აღნიშნა, რომ არსებობს აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს მიუკერძოებელი კველევები კავკასიოლოგიისა და მათ შორის აფხაზური მიმართუულებითაც, რაც გულისხმობს მეცნიერების განთავსუფელბას პოლიტიკური კონტექტისაგან. რაც ამ ნაშრომში სანიმუშოდაა მიღწეული. ვახტანგ ანთიას მოსაზრებით კი აუცილებელია, მსგავსი კველევები ხელმისაწვდომი გახდეს მომავალი თაობებისათვის და მეტიც, ის უნდა იკითხეობოდეს სწორედ სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მიმართულებათა ფაკულტეტზე საგნად.

სიტყვით ასევე გამოვიდა პროფესორი მერაბ ნაჭყებია და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ტიპის კვლევით-საჯარო ლექციებით არა მხოლოდ საგანმანათლებლო ველი, არამედ სახელწიფო ისტებლიშმენტიც უნდა დაინტერესდეს.

ლექციას ესწრებოდნენ სსუ-ის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ავტორმა სოხუმის სახლმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას წიგნი საჩუქრად გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური