GE

„სწავლის დაწყებისთანავე სტიპენდიის მიღება ჩემთვის დიდი სიხარული იყო“ – IBSU-ში ჩარიცხული პირველკურსელების პირველი შთაბეჭდილებები

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით, პირველ 500-ეულსა და 1000-ეულში მოხვედრილთათვის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს განსაკუთრებული პირობები აქვს: ასეთი სტუდენტები სრულიად უფასოდ სწავლობენ და 200 და 100-ლარიანი სტიპენდიით საჩუქრდებიან.

წელს, იბსუში ასეთი 10 – 500-ეულში მოხვედრილი და 8 – 1000-ეულში პირველკურსელი ირიცხება. გთავაზობთ ზოგიერთი მათგანის კომენტარს:

მარიამ კილაძე: სტიპენდია ნებისმიერი სტიდენტისთვის არის ძალიან დიდი მოტივაციაც და ბედნიერებაც. როდესაც აანალიზებ, რომ შენს შრომას ამგვარად გიფასებენ, გეუფლება სიამაყისა და რასაკვირველია უდიდესი მადლიერების გრძნობა. ამასთან, სტიპენდიის ქონა მთელი ოთხი წლის განმავლობაში იქნება მოტივაცია იმისა რომ კიდევ უფრო კარგად ვისწავლო და მოვახერხო მისი შენარჩუნება. მადლობას ამ ძალიან კარგი საქმისა და სტუდენტებისთვის ამხელა მოტივაციის მიცემისთვის.

ბარბარე ჯანჯალაშვილი: სტიპენდიის უნივერსიტეტის დასაწყისშივე აღების შესაძლებლობა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც აბიტურიენტობისას შავი ზღვის უნივერსიტეტზე შევაჩერე არჩევანი. გარდა იმისა, რომ ჩემთვის სტიპენდია კიდევ ერთი ნაბიჯია დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ, არანაკლებ აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრად უფრო მოტივირებულს გხდის იმის გაცნობიერება, რომ უნივერსიტეტი აფასებს შენს შრომას, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტის გაკეთების სურვილი გიჩნდება.

ელენე ბენდელიანი: პირველ რიგში, ჩემთვის დიდი სიხარულია როცა ჩემი შრომისა და შესაძლებლობების რეალიზება თუნდაც სტიპენდიით გამოიხატა. ასევე, ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომ ჩემი შრომით შევინარჩუნო სტიპენდია.

ირაკლი კანდელაკი: სტიპენდია და მედალოსნებისთვის დამატებითი დაფინანსება ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ მართლა აფასებთ სტუდენტის შესაძლებლობებს. საბოლოოდ სწორედ ეს იყო დიდი მიზეზი იმისა, თუ რატომაც გადავწყვიტე იბსუში ჩაბარება.

ლიზი ჭონქაძე: სწავლის დაწყებისთანავე სტიპენდიის მიღება ჩემთვის დიდი სიხარული იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იბსუ ის ადგილია, სადაც ჩვენს მონდომებას, შესაძლებლობებსა და შრომას აფასებენ. ეს სტიპენდია უკვე არის მოტივაცია, რომ ვისწავლო კიდევ უფრო მეტი, დავისახო დიდი მიზნები და აუცილებლად მივაღწიო მათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური