„თითქმის დარწმუნებულები ვართ, სკოლებში სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება“ – ჯანდაცვის მინისტრი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 4 ოქტომბრიდან სკოლებში დასწრებითი სწავლების განახლების მაღალი შანსი არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კახეთში, 24 სექტემბერს განუცხადა.
„დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია. თუმცა ჩვენ თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სწავლა დათქმული თარიღის პერიოდისთვის დაიწყება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით განსხვავებულია, აჭარასა და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე კახეთში.
ამავე თემას გამოეხმაურა კახეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც: „სკოლაში პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები აუცილებლად უნდა წავიდნენ, ისენი ონლაინ სწავლებას ვერ მიეჩვივნენ და პრობლემებია. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ (აცრისკენ)“.
რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლების გახსნას, სტუდენტებისთვის აუდიტორიებში დაბრუნების საკითხი კვლავ ღიად რჩება.
ამავე თემაზე:
„არსებობს ვარიანტი, რომ ავადობამ მოიმატოს სკოლების გახსნის შემდეგაც, მშობლები უნდა იყვნენ აცრილი“
-
ჟურნალში შეფასების კორექტირება გასული დროით – როგორ უნდა მოითხოვოს პედაგოგმა ეს უფლება
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
მოსწავლის დედის სათქმელი: „მასწავლებლებო, გვასწავლეთ, ნუ გეზარებათ!“
by თავისუფალი ტრიბუნა
-
რამდენი ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში – უახლესი მონაცემები ცნობილია (2025-2026 სასწავლო წელი)
by ARIS.GE-განათლება