უნივერსიტეტები ისევ დისტანციურად ისწავლიან? – სად არის პასუხი კითხვაზე რამდენი სტუდენტია ვაქცინირებული?
13 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გამოგვიცხადა, რომ ქვეყანაში სტუდენტების 17 პროცენტია აცრილი, რაც არადამაკმაყოფილებელია.
„სამწუხაროდ, ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. 138 ათასამდე სტუდენეტია საქართველოში – ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები. აქ აცრის საშუალო მაჩვენებელი 17%-ია. სტუდენეტებში გადატანილი ინფექცია გვაქვს 9,5%-ში. მოვუწოდებ სტუდენტებს, უფრო ატიურად, თუ გვინდა რომ დასწრებული სწავლება იყოს“, – განაცხადა მაშინ გამყრელიძემ.
ეს მაჩვენებელი ათი დღის თავზე უკვე, ალბათ, შეცვლილი უნდა იყოს, თუმცა EDU.ARIS.GE-მ უნივერსიტეტებში სწავლის განახლების ერთ-ერთი გარანტორი მონაცემის შესახებ პასუხი ამირან გამყრელიძის უწყებისგან ვერ მიიღო. ამირან გამყრელიძესაც ვესაუბრეთ, რომელმაც განგვიცხადა, რომ “ზეპირად ასეთი ციფრები არ აქვს”. არც ჩვენ გვინდოდა ზეპირად – ინფორმაციიის მოთხოვნაზე წერილი 8 დღის წინ გვაქვს გაგზავნილი.
უნდა იყვნენ თუ არა სწავლის განახლების იმედით სტუდენტები, ვინც ლექციების სააუდიტორიო სივრცეში გადატანას ყოველდღიურად ელიან? – ამ თემაზე ჩვენთან შემოსული კითხვების ოდენობა მკვეთრად მომატებულია.
როგორც აღმოჩნდა, ამის შესახებ ამირან გამყრელიძის უწყებას არც განათლების სამინისტრო და შესაბამისად, არც წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები ჰყავს ინფორმირებული.
როგორც ჩვენ გავარკვიეთ, უნივერსიტეტებმა ვარაუდის დონეზეც არ იციან განაახლებენ თუ არა სასწავლო პროცესს დასწრებულ რეჟიმში, თუკი სკოლებში 4 ოქტომბერს გაკვეთილები საკლასო ოთახებში დაიწყება.
სტუდენტები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ პასუხს და პრემიერის ქვეყანაში დაბრუნებას ელოდებიან, რომლის გარეშეც საკოორდინაციო საბჭომ კვირაზე მეტია დაზუსტებული გადაწყვეტილება ვერ გამოაცხადა. დღეს მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის კათედრაზე პირველ ლექციას 2022 წლის თებერვალში წაიკითხავს.
13 სექტემბრის შემდეგ გამართულ ონლაინ ვებინარზე კი, ამირან გამყრელიძემ სკოლების 4 ოქტომბრიდან შესაძლო გახსნის საკითხზე საუბრისას, უნივერსიტეტებზე ასეთი რამ თქვა – “ჩვენი პრიორიტეტია, რომ სკოლები გავხსნათ, სტუდენტები მაინც მიჩვეულები არიან ონლაინ სწავლას”.
ასევე წაიკითხეთ:
გვჭირდება თუ არა მომავალი ექიმი, რომელიც კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს ამბობს?
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება