ვიდეო-ოპერატორის ვაკანსია (შეთავსებით) – EDU.ARIS.GE
EDU.ARIS.GE – საგანმანათლებლო ამბების სააგენტოა, რომელიც, უკვე 8 წელზე მეტია, აქტიურად აშუქებს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, აცხადებს ვაკანსიას ვიდეო-ოპერატორის პოზიციაზე შეთავსებით და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.
ვაკანისა: ვიდეო-ოპერატორი (თბილისი)
სამუშაო დრო: შეთავსებით (ჯამში მაქს. 4 დღე თვეში, არ აღემატება 8 საათს დღეში)
ხელფასი: 400-500 ლარი თვეში გადასახადების ჩათვლით!
მოთხოვნები: ვიდეოგადაღებისა (ინტერვიუ, ჩანახატები და ა.შ) და ვიდეომონტაჟის ცოდნა (სამოყვარულო დონეზე მაინც);
უმაღლესი განათლება აუცილებელი არ არის;
ვაკანსია ძალაშია 2020 წლის 20 აგვისტომდე
თუკი, მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიაში მითითებულ მოთხოვნებს, გადმოაგზავნეთ თქვენ მიერ შექმნილი რამდენიმე ვიდეოს ლინკი და მარტივი CV მისამართზე: videocv@aris.ge თემაში მიუთითეთ – „ვიდეო“
კანდიდატები შეირჩევიან გადმოგზავნილი ვიდეოების საფუძველზე, რის შემდეგაც, გაივლიან გასაუბრებას.
შეუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!
Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ-გვერდს : edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 450 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-200 000-ზე მეტი გამომწერი).
ჩვენ წლების (2012-დან) განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურასთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებს და მრავალ სხვას.
-
მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა – ცნობილია, რა სამუშაოები დაიწყება
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლის დამლაგებლების, ექიმებისა და ბაღის აღმზრდელთა ხელფასის მატება პარლამენტში დეპუტატებმა მოითხოვეს – ფინანსთა მინისტრის დამაიმედებელი პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
სამოქალაქო განათლების საგნის გამოცდა – ირმა ხომერიკის ვიდეოინსტრუქცია 2025 წლის აბიტურიენტებს
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი