„დავბრდღვენი, უკვე ჩავაბარე და გავხდი სტუდენტი“ – აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრის დატოვებისას
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტების დიდმა უმრავლესობამ მთავარი სავალდებულო საგნის, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტირების ღელვა უკან მოიტოვა და ახლა უცხოურ ენაში გამოცდის ჩასაბარებლად მოუწევთ ძალების მობილიზება.
3 ივლისს EDU.ARIS.GE-მ ქართულის გამოცდის დასრულებით გახარებული არაერთი აბიტურიენტი ჩაწერა, მათ შორის განსაკუთრებით მხიარული, თავდაჯერებული და პატრიოტული სულით აღსავსე ნიკა მანანაძე იყო, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას.
რატომ ვფიქრობთ ასე? აი, რა გვითხრა ნიკამ 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ:
“დავბრდღვენი, უკვე ჩავაბარე და გავხდი სტუდენტი. ეს ერთი წელი ტყუილად არ მიშრომია და ჩემი აზრით, ამ შრომამ უკვე შედეგი გამოიღო. მინდა გითხრათ, რომ არც ისეთი მარტივი იყო. ცოდნაზე იყო დამოკიდებული და კარგად დავწერე. რედაქტირება და წაკითხულის გააზრება ეროვნულს შეესაბამებოდა.
“რაც შეეხება თხზულებას, “სტუმარ-მასპინძლიდან” დავწერე და პარალელი მოვიყვანე “ალუდა ქეთელაურიდან”, თანამედროვეობაში ვისაუბრე 2008 წლის ომზე და ქართველი ვაჟკაცების გმირობაზე. ველოდები 50+ ქულას”.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
დიდი გულშემატკივარი ზუგდიდის საგამოცდო ცენტრიდან – როცა მენტორი მასწავლებელი გამოცდაზეც შენი თანამგზავრი და მენტორია
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 დაიწყო
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისში საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდა – ნომრები და მიმართულება
by ARIS.GE-განათლება