ვინ შევა კომისიაში, რომელიც წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევას გადაავადებს ან გაათავისუფლებს გაწვევისგან
ახალი თავდაცვის კოდექსის ფარგლებში, დამტკიცდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით 1-ელ თებერვალს გამოქვეყნდა.
დადგენილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა ასეთი იქნება:
- კომისიის თავმჯდომარე − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
- კომისიის თანათავმჯდომარე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე − გენერალური შტაბის უფროსი;
კომისიის წევრები:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელი;
- სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დირექტორი;
- სააგენტოს წარმომადგენელი;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-1 პერსონალის დეპარტამენტის წარმომადგენელი;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის წარმომადგენელი;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენელი;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი;
- კომისიის მდივანი − სააგენტოს წარმომადგენელი.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრამდე (ახალი თავდაცვის კოდექსის ამოქმედების დრო ავტ.), საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ხმის უფლებით კომისიის სხდომაზე მიიწვიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები.
“საჭიროების შემთხვევაში, საკითხის განხილვის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, კომისია უფლებამოსილია, ხმის უფლების გარეშე, კომისიის სხდომაზე მიიწვიოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სხვა წარმომადგენლები, ექსპერტები, სახელმწიფო უწყების, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ან/და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი/წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობის ფარგლებში ამავე კომისიის სახელობითი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით”, – ვკითხულობთ დადგენილებაში.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის საქმიანობის წესი შეგიძლიათ იხილოთ გამოქვეყნებულ ბრძანებაში.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE