GE

წინასაგამოცდო მოტივაციის ასამაღლებლად –10 ფილმი

თუ გამოცდები მოგიახლოვდათ და მოტივაციის წყაროს ეძებთ, გირჩევთ შესვენებისას ეს ფილმები ნახოთ. მათი გმირები სწავლის სურვილს გაგიღვიძებენ და ახალი ენერგიით აგავსებენ.

1.თავისუფლების მწერლები/ Freedom Writters

ესაა ფილმი არამხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ პედაგოგებისთვისაც. სიუჟეტი მაყურებელში აღვიძებს სწავლისა თუ სწავლების დაუოკებელ სურვილს, თვალწინ გადაგიშლით თქვენს მიზნებს და გეხმარებათ მათკენ ნაბიჯების გადადგმაში.

2. კარგი ბიჭი უილ ჰანთინგი/ Good Will Hunting

თინეიჯერი ბიჭი მოულოდნელად საკუთარ თავში მათემატიკისა და ქიმიის ნიჭს აღმოაჩენს. ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვითა და დაუღალავი შრომით ის დიდ წარმატებას აღწევს.

3. მკვდარი პოეტების საზოგადოება/ Dead Poet’s Society

არაორდინალური პედაგოგი, უჩვეულო მეთოდებით სტუდენტებს სწავლის სურვილს და ახლის შექმნის მოტივაციას უღვივებს.

4. გაუძლო და მიაღწიო / Stand and Deliver

იდეალისტი მათემატიკის მასწავლებლის რთული მეთოდებით სწავლა სტუდენტების მხრიდან დიდ ძალისხმევასა და გაძლებას მოითხოვს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მიზანი ამართლებს საშუალებას და კურსდამთავრებულები საწადელს აღწევენ.

5. ქერათთმიანი ადვოკატი/ Legally Blonde

ქერა ლამაზმანი ჰარვარდში აბარებს და წარმოდგენა არ აქვს, თუ რამდენი სირთულე ელოდება წინ, თუმცა მონდომებით, დაუღალავი შრომითა და ბრძოლით ის მწვერვალებისკენ მიიწევს.

6. დიდი მოკამათეები / The Great Debaters

ჰარვარდის გენიოსთა კლუბს პატარა კოლეჯის გუნდი უპირისპირდება. ერთი შეხედვით, ეს უკანასკნელნი განადგურებისთვის არიან განწირულნი, თუმცა არც პედაგოგი და არც სტუდენტები დამარცხებას არ შეეგუებიან.

7. რუდი / RUDY

შენ შეგიძლია მიაღწიო ნებისმიერ მიზანს, მაშინაც კი თუ ირგვლივ არავის ჯერა შენი. ეს ამ ფილმის მთავარი იდეაა.

8. დამეყრდენი / Lean on Me

დირექტორი ჯო კლარკი (მორგან ფრიმანი) აღმოსავლეთის განადგურების პირას მყოფ სკოლაში გადადის, სადაც მოსწავლეებს ტანსაცმელი – ბანდის ნიშნებით, კედლები კი გრაფიტით აქვთ გაფორმებული. დირექტორი გადაწყვეტს გააკეთოს ყველაფერი, რომ სკოლა ფეხზე დააყენოს. გარიცხავს ნარკოტიკებით მოვაჭრეებს, კარს საკეტით ჩაკეტავს, მოსწავლეებისგან, სტუდენტებისგან და მშობლებისგან კი, მცდელობას და შედეგს მოითხოვს.

9. უხილავი მხარე/ The Blind Side

რეალურ ისტორიაზე დაფუძნელი ფილმი შეგვახსენებს საკუთარ ოცნებებს და გვასწავლის, როგორ ვსდიოთ მათ და როგორ ვაქციოთ ისინი ჯერ მიზნებად, შემდეგ კი რეალობად.

10. ქაღალდის დევნა /The Paper Chase

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი სადიპლომოზე მუშაობს და ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს პროფესორ კინგ სფილდზე. აღმოჩნდება, რომ მისიშეყვარებული პროფესორის ქალიშვილია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სკოლის საატესტატო გამოცდების შესახებ

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: opencolleges.edu

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური