GE

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალი ვადები განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, დამტკიცდა დადგენილება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.

რაც შეეხება ვადებს, დოკუმენტის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ორგანიზებულად გაწვევა განხორციელდება 2024 წლის 4 მარტიდან 2024 წლის 29 ივნისამდე.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა რაოდენობა უწყებების მიხედვით ასე განისაზღვრა:

“ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1500-ით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 735-ით; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 572-ით; დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 295-ით”, – აღნიშნულია დადგენილებაში.

18-დან 27 წლამდე ასაკის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებული არიან, რომ გამოცხადდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ცენტრების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებებში (შემდგომში − მუნიციპალური/რაიონული განყოფილება), რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რაც შეეხება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის საკითხს, იხილეთ პრემიერის ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური