ყინული დაიძრა? – განათლების მინისტრმა დირექტორების შესარჩევი კონკურსის წესში ცვლილებები შეიტანა
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2021 წლის 9 აგვისტოს გამოქვეყნდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანება, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის ცვლილებებს ეხება.
დოკუმენტში არაფერია ნათქვამი 2020 წლის გაზაფხულიდან უვადოდ გადაწეული კონკურსის ჩატარების დროის შესახებ, თუმცა რადგან ნორმატიულ აქტში ცვლილებები განხორციელდა, სავარაუდოა, რომ უწყება დირექტორების კონკურსისთვის უკვე ემზადება.
აქამდე განხროციელებული ცვლილებების თანახმად, კონკურსთან კავშირში მყოფი ორგანიზაციებიდან გამოითიშა მასწავლებლის სახლი და მის ნაცვლად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაა ჩაწერილი.
ბრძანების ახალ რედაქციაში მე-3 მუხლი შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული: რეგულირების სფერო. ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც სურთ საჯარო სკოლის დირექტორობა. აგრეთვე, განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო), აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების, ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომ – რესურსცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) საქმიანობას დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პროცესში.“
იგივე მუხლის ძველ რედაქციაში განათების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაცვლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იყო მოხსენიებული.
საქართველოში საჯარო სკოლების უმეტესობას ამ ეტაპზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ, რადგან მათ უფლებამოსილების კანონით განსაზღვრული ვადა 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოეწურათ. დირექტორების შესარჩევი კონკურსი 2020 წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი და პანდემიის მიზეზით, გაურკვეველი ვადით გადავადდა, თუმცა მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე, განათლების უწყებამ უკვე 2-ჯერ შეძლო ერთიანი ეროვნული გამოცდებს ორგანიზება, სადაც ყოველწლიურად 75 ათასზე მეტ აპილიკანტს ემსახურებოდნენ.
როგორც დღეს EDU.ARIS.GE-მაც გაარკვია, განათლების და მეცნიერების სამინისტროში დირექტორთა კონკურსის ჩატარების თარიღი დღემდე უცნობია. კონკურსით დაინტერესებულ პირებს უწყების ცხელ ხაზზე ურჩევენ, რომ სამინისტროს საიტი და ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი directors.mes.gov.ge აკონტროლონ.
ამავე თემაზე:
რატომ არ ატარებს განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორების შესარჩევ გადადებულ გამოცდებს?
როდის ჩატარდება სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება – რა ვიცით ერთი წლის თავზე
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება