როდის ჩატარდება სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება – რა ვიცით ერთი წლის თავზე
სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ პროცესი შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, შემდეგ უპრობლემოდ ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაგრამ დირექტორთა გამოცდების ჩატარების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება ისევ არ მიუღია.
სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების რაოდენობა კი, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ცოტა არ იყო – სკოლის დირექტორობისთვის მზადყოფნა 2 244-მა პირმა დააფიქსირა. მათი რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 177; კახეთი -85; ქვემო ქართლი -205; მცხეთა-მთიანეთი- 25; შიდა ქართლი -127; სამცხე-ჯავახეთი- 170; იმერეთი -363; გურია -79; რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 19; თბილისი -782; აჭარა -215.
EDU.ARIS.GE-ს ჩხენკელის უწყებაში განუმარტეს, რომ ცვლილება და სიახლე სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის მიმართულებით არ აქვთ, თუმცა სერტიფიცირების მსურველები ყურადღებით უნდა იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდა გაუქმებული არ არის.
სერტიფიცირებას არ ექვემდებარებიან უკვე მოქმედი სკოლის დირექტორები, რომლებიც სერტიფიკატებს ფლობენ, თუმცა სერტიფიცირების გავლა აუცილებელი უნდა ყოფილიყო იმ პირებისთვის, რომლებიც დირექტორის მოვალეობას ასრულებენ და სერტიფიკატი არ აქვთ.
საქართველოში არაერთი სკოლაა, სადაც არათუ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული, არამედ სკოლას შიდა ბრძანებით მართავენ ყოფილი დირექტორის მოადგილეები და წლების განმავლობაში, მხოლოდ მოადგილის ანაზღაურებას იღებენ იმ ფონზე, რომ პასუხისმგებლობაც და საქმეც გაცილებით მაღალი აქვთ. დირექტორების ნაწილი ამბობს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს წერილით განათლების მინისტრს იმისათვის, რომ სკოლაში მინისტრის ბრძანებით დაინიშნოს მოვალეობის ოფიციალური შემსრულებელი, თუმცა საკითხი გადაუჭრელი რჩება. (2020 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 2083 საჯარო სკოლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 1022 სკოლას ჰყავს.)
დირექტორების გარეშე დარჩენილი სკოლების პრობლემებზე ახალი მოწვევის პარლამენტშიც დადგა საკითხი ერთ-ერთი მოსმენის დროს და ითქვა, რომ ამის გამო სკოლის მართვაში პრობლემები იქმნება.
ცნობისთვის, „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2011 წლის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც სერტიფიცირების ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი მოიცავს ტესტირებას. ტესტირება ტარდება ელექტრონულად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მეორე ნაწილი მოიცავს გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან.
რაც შეეხება ტესტირების ჩატარების თარიღს, ადგილს, დროსა და ხანგრძლივობას, ამას მინისტრი შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრავს. ტესტირების შედეგები კი, გამოცდის დასრულებისთანავე ეცოდინება აპლიკანტს. ტესტირების ჩატარებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს.
აუცილებელი ინფორმაცია სკოლის დირექტორობის მსურველთათვის:
სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდისთვის
რომელი კანონები უნდა იცოდეს სკოლის დირექტორობის მსურველმა სერტიფიცირების გამოცდისთვის
საგამოცდო პროგრამა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირებისთვის დამტკიცდა
საჯარო სკოლის დირექტორთა ახალი სტანდარტი დამტკიცდა – დოკუმენტი
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება