54-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ჩაატარეს სამოდელო ვიდეოგაკვეთილები მათემატიკაში
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორის ქეთევან ჩოქურის თანადგომითა და ხელშეწყობით, პედაგოგები სამი წელია აქტიურად არიან ჩართული საქართველოს დაწყებითი განათლების „G-pried”-ის პროექტში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სამოდელო ვიდეოგაკვეთილები მათემატიკაში. შეიქმნა მოსწავლეებისთვის განკუთვნილი დავალებების პაკეტი, რომელიც მიმართულია მათემატიკის სწავლების გაძლიერებაზე, სამუშაო მოიცავს სტარტერებს სავარჯიშოებისა და უჩვეულო ფაქტების სახით, მინიპროექტებს თემების ათვისებისთვის – კეთებისა და აღმოჩენების გზით, სავარჯიშოებსა და თამაშობებს სახალისო გარემოს შექმნისათვის, მათემატიკის საყოფაცხოვრებო კავშირებისა და პრაქტიკული გამოყენების ამსახველ შემაჯამებელ დავალებებს შესაბამისი რუბიკებით, ასევე დიფერენცირებულ აქტივობებს მრავალფეროვანი თვალსაჩინოების გამოყენებით.
ვიდეოგაკვეთილები ჩაატარეს პედაგოგებმა:
ნ. ჭაბუკიანმა მეორე კლასში, თემა – „სააზროვნო ამოცანები“
მ. ზარიძემ მეექვსე კლასში, თემა – „მოქმედებები ათწილადებზე“
ი. მარდალეიშვილმა მეხუთე კლასში, თემა – „გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე-ღერძული სიმეტრია“.
გაკვეთილებმა აჩვენა საქმისადმი პედაგოგების კვალიფიციური პროფესიული დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა, მოსწავლეთა მომზადების მაღალი დონე.
გაკვეთილებს დაესწრო, შეაფასა და გადაღებული ვიდეომასალის დამუშავებას ორგანიზება გაუკეთა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელმა გ. ნოზაძემ.
გაკვეთილების ვიდეო ჩანაწერები გამოყენებული იქნება ნიმუშად დაწყებითი განათლების პროექტის მიერ.