GE
30 ოქტომბერი, 2026 14:00

„ტელეკომპანია“ საკლასო ოთახში და გადაცემა, რომელიც მოსწავლეებმა სვანური ენის გადარჩენის თემას მიუძღვნეს (ვიდეო)

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ მადონა წერედიანთან ერთად, სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა განახორციელეს.

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჟურნალისტის როლი მოირგეს და საკლასო ოთახში მოწყობილ ტელეკომპანია „შან-შოუს“ გადაცემაში სვანური ენის კლუბის წევრები მიიწვიეს.

გადაცემაში ბავშვებმა სვანური ენის გადარჩენისა და პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს და არაერთი მხიარული და საინტერესო როლი განასახიერეს.

იხილეთ: ვიდეო

schools.ge (ნ)