GE
6 ნოემბერი, 2026 11:14

მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ დღეს, 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეთა რეგისტრაცია 9 ნოემბრის 11:00 საათზე დაიწყება და 19 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

NAEC-ის ცნობით, რეგისტრაციისათვის მოსწავლეს დასჭირდება მხოლოდ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი.

რეგისტრაციის გავლის დეტალური ინსტრუქცია

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია როგორც თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც (მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასი).

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული).

ოლიმპიადა ყოველწლიურად სამ ტურად ტარდება. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან. მომდევნო ორი ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილეების მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, 19 ნოემბრის 18:00 საათამდე, ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა) უნდა წარადგინონ.

ასევე იხილეთ:

რომელი მოსწავლეები ჩააბარებენ კომბინირებულ გამოცდას საგანში – ცვლილება კანონში

schools.ge (ნ)