GE
5 ნოემბერი, 2026 17:33

სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ

სკოლა „პოლიგლოტის“ მე-5 (გ) და მე-7 კლასების მოსწავლეებმა, რუმინელ თანატოლებთან ერთად, საინტერესო საერთაშორისო eTwinning-ის პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

სკოლის მიერ 5 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, რუმინულ მხარეს ხელმძღვანელობდა ლულიანა კიუბიკი (Iuliana Ciubuc), ხოლო „პოლიგლოტს“ მასწავლებლები – მარიამ ხაჩიძე და მირანდა ხუსკივაძე წარმოადგენდნენ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთმანეთს STEAM მიმართულებით სხვადასხვა იდეა გაუზიარეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ თემებს, როგორიცაა: ინტერნეტუსაფრთხოება, მეცნიერებაში ქალების როლი, გარემოს დაცვა და ბიომრავალფეროვნება.

„მოსწავლეებმა გამოავლინეს გარშემო არსებული პრობლემები, ეძებდნენ შემოქმედებით გადაწყვეტებს და მონაწილეობდნენ ერთობლივ აქტივობებში. დასასრულს, ჩვენს მოსწავლეებს eTwinning-ის პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის განხორციელებისთვის“, – აცხადებენ სკოლაში.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი