GE
30 ოქტომბერი, 2026 12:59

სკოლა „პოლიგლოტში“ ღონისძიება – „ანბანის შემობრძანება“ გაიმართა

სკოლა „პოლიგლოტის“ 1-ელი (ა, ბ, გ) კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, ღონისძიება – „ანბანის შემობრძანება“ გამართეს.

სკოლის მიერ 30 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, პირველკლასელებმა დიდი სიყვარულით აჩვენეს ის ფუნდამენტური ცოდნა და პირველი აკადემიური უნარები, რომლებიც ანბანის ათვისებისას შეიძინეს.

„თითოეულმა სიტყვამ და აქტივობამ ქართული ენის სილამაზე კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის დამრიგებლებს – ნინო გოგუას, მარიამ ჯავახიშვილსა და ეთო ქარდავას, საინტერესო აქტივობის ჩატარებისთვის“, – აცხადებენ სკოლაში.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი