6 სექტემბერი, 2017 12:01
ხატწერის წრეზე მიღება დაიწყო
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის სახელოვნებო სწავლების ცენტრი აცხადებს ნებისმიერი სკოლის მოსწავლეთა მიღებას სამხატვრო სტუდიაში ხატწერის წრეზე.
ხელმძღვანელი – გაიოზ ზანდარაშვილი.
განცხადებები მიიღება 15 სექტემბრამდე, გასაუბრება ჩატარდება 16-17 სექტემბერს.
სწავლა დაიწყება 18 სექტემბრიდან.
სრულყოფილი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების კოორდინატორს თამილა ფოლადიშვილს 595 05 98 99
სკოლა-პანსიონის მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, სამღერეთის ქ. 13
ელ.ფოსტა: tamarischool@gmail.com
სკოლა-პანსიონის დირექცია