კომაროვი 2017-18 წლის მათამატიკასა და ფიზიკის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში კვლავ პირველ ადგილზეა
კომაროვის სკოლა 2017-18 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის კვლავ პირველადგილოსანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა მათამატიკასა და ფიზიკაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2017-18 სასწავლო წლის ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებული მოსწავლეებისა და სკოლების დაჯილდოება გაიმართა.
2017-18 წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 31 კომაროველია, მათ შორის 12-მა პირველი, მეორე ან მესამე ადგილი აიღო. მათემატიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლეების 90%-მდე, ხოლო ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების 80%-მდე.
2017-18 სასწავლო წელს ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 24 კომაროველია. მათ შორის სამივე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილები მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების 80%-მდე კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებების შემადგენლობაში საერთაშორისო ოლიმპიადებზე მათემატიკაში, ფიზიკაში, ინფორმატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ათი – 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი და 3 საპატიო სიგელი მოიპოვეს.
2017-18 წლის ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებული კომაროველები იხილეთ ბმულზე.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და წრის ხელმღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!