20 ნოემბერი, 2024 09:55
კომაროვის შაბათის სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები ცნობილია
ფოტო: qrf
ინფორმაცია სკოლაზე
15 ნოემბერს კომაროვის სკოლა-პანსიონში შაბათის სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
ოლიმპიადაში მე-6 კლასის შაბათის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ შორის გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომების მფლობელები.
ასევე გამოვლინდა სამი საუკეთესო ქულის მქონე მოსწავლე.
I ხარისხის დიპლომი და I პრიზი გადაეცა ლევან კაკუშაძეს.
I ხარისხის დიპლომი და II პრიზი გადაეცა რიჩარდ ბარბაქაძეს.
I ხარისხის დიპლომი და III პრიზი გადაეცა მათე ინჯგიას.
პრიზიორი მოსწავლეები ფასიანი საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და მომავალშიც არაერთ წარმატებას უსურვებს!
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა