კომაროვის სკოლაში ახალი 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო
კომაროვის სკოლაში ახალი 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო. კომაროვის სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და როგორც ყოველთვის საინტერესო, შინაარსიან და აქტიურ წელს გპირდებათ.
კომაროვის სკოლაში მიღების წესები:
კომაროვის სკოლა თავისი 50 წლიანი არსებობს მანძილზე ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინის გაღრმავებულ სწავლებაზე. აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა უმრავლესობა კომაროვის კურსდამთავრებულია, რაც მათ ენთუზიაზმს აძლიერებს. მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი მუდმივად ცდილობს არსებული სწავლა-სწავლების პროცესის დახვეწვას და გაუმჯობესებას, ასევე სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. სკოლას ბევრჯერ შეეცვალა სახელი, თუმცა წარმატებები და სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებები არ დაჰკლებია.
კომაროვში მიღება მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით გამოცდების საშუალებით ხდება. მე-7 და მე-8 კლასში მოსახვედრად მათემატიკის, ხოლო მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მათემატიკისა და ფიზიკის გამოცდები ბარდება. მე-7 კლასის მისაღები გამოცდები ყოველ წლიურად ივლისის თვის ბოლოს ტარდება, გამოცდისთვის ონლაინ რეგისტრაცია კი ივნისში იწყება. მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის მისაღები გამოცდები ივლისის თვის დასაწყისში ბარდება და ონლაინ რეგისტრაცია მაისში იწყება. რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია დაიდება ჩვენს ვებ-საიტსა და Facebook გვერდზე.
კომაროვის სკოლა მე-7კლასში მისაღები გამოცდების ჩასატარებლად აწარმოებს მოლაპარაკებას სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან. 2017 წლის მისაღები გამოცდების ზუსტი პირობები გამოქვეყნდება ჩვენს ვებ გვერდზე არაუგვიანეს 2017 წლის 15 ივნისს. საგამოცდო პროგრამა არ სცილდება IV-V-VI კლასის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს. სხვადასხვა წლების საგამოცდო ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
რაც შეეხება მე-8 და მაღალ კლასებში მისაღებ გამოცდებს, 2014 და 2015 წლებში მათემატიკის მისაღებ გამოცდებში გამსვლელი ქულა იყო 15 მაქსიმალური 25-დან, ხოლო 13 მაქსიმალური 25-დან – ფიზიკაში. 2017 წლის საკონკურსო პირობები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 15 მაისს. ამ კლასებში მისაღები გამოცდების პროგრამა ემთხვევა ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების პროგრამას, რითაც ისწავლება კომაროვის სკოლაში.
გამოცდებში მიღებული ქულების განსაზღვრის შემდეგ, გადაწყდება თუ რომელი მოსწავლეები ჩაირიცხებიან კომაროვის სკოლაში, რის შემდეგაც სკოლამ შეიძლება მოითხოვოს შემდეგი საბუთები:
დახასიათება სკოლიდან
სკოლაში მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ მოსწავლეს, რომელსაც, მიუხედავად გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, წლიური ნიშანი რომელიმე საგანში ექნება 7 ან ნაკლები, ან დახასიათებისას გამოიკვეთება სკოლის შინაგანაწესის ხშირი დარღვევები.
მისაღებ გამოცდის დროს, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საწერი კალამი, რვეული (მოთხოვნის შემთხვევაში) და ფოტოსურათიანი ცნობა. ზუსტი ჩამონათვალი გამოქვეყნდება საგამოცდო რეგისტრაციისას.
სხვადასხვა წელს მისაღები გამოცდების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე