კომაროვის სკოლის მოსწავლეების პროექტი ,,Resource Abuse’’ საუკეთესო პროექტების სამეულში მოხვდა
ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში კომაროვის სკოლის მოსწავლეების პროექტი ,,Resource Abuse’’, ინგლისური ენის მასწავლებლის – მაია ოთიაშვილის ხელმძღვანელობით სამ საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა.
ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლის ბოლოდან განხორციელდა პროექტი, რომელიც ორიენტირებულია პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიმართულებით ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.
14 ივნისს, გაიმართა „პროექტებზე დაფუძნებული სწავლების“ შედეგების შეჯამება და გამარჯვებულების დაჯილდოვება, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ სკოლების ხელმძღვანელები, ინგლისური ენის მასწავლებლები და საპატიო სტუმრები როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, ისე ბრიტანეთის საბჭოდან.