GE
6 აგვისტო, 2019 16:55

კომაროვის სკოლის VIII-XII კლასებში მისაღები გამოცდების თარიღები და საკონკურსო პირობები ცნობილია

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლამ გამოაქვეყნა კომაროვის სკოლის VII-XII კლასებში მისაღები გამოცდების თარიღები და საკონკურსო პირობები.

მისაღები გამოცდების თარიღები:

მე-8 კლასში მისაღები გამოცდის თარიღი: 22 აგვსიტო, 13:30-17:00
მე-9 კლასში მისაღები გამოცდის თარიღი: 21 აგვისტო, 9:00-12.30
მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები გამოცდის თარიღი: 22 აგვისტო, 9:00-12:30.

საკონკურსო პირობები:

მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 16 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-16 შედეგის მქონე მოსწავლეს.

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8 შედეგის მქონე მოსწავლეს.

მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 9 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-9 შედეგის მქონე მოსწავლეს.

მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 11 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-11 შედეგის მქონე მოსწავლეს.

მე-12 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 4 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-4 შედეგის მქონე მოსწავლეს.

მიუხედავად კონკურსის წარმატებით დაძლევისა, სკოლაში ჩარიცხვაზე შეიძლება უარი ეთქვას მოსწავლეს:

ა) რომელსაც მე-8 კლასში მისაღებ გამოცდაზე ექნება 17 ქულა ან ნაკლები, ხოლო მე-9, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასში მისაღებ გამოცდაზე ექნება 19 ქულა ან ნაკლები;

ბ) მათემატიკასა და ფიზიკაში (მე-8 კლასში გადმომსვლელ მოსწავლეს მხოლოდ მათემატიკაში) წლიური შეფასება ექნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში, გარდა უცხოური ენისა, ექნება 6 ან ნაკლები ( არ ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში)

გ) სკოლიდან წარმოდგენილი დახასიათებიდან არ გამოიკვეთება, რომ 2018-19 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული ( არ ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში).

დეტალური ინფორმაცია გამოცდის ფორმატისა და სარეგისტრაციო პროცესის შესახებ იხილეთ ბმულზე.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება