GE
7 აპრილი, 2020 11:31

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა ონლაინ სწავლების გაკვეთილების ცხრილი გამოაქვეყნა

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში მოსწავლეებისათვის აქტიურად მიმდინარეობს ონლაინ სწავლება ყველა საგანში. სწავლებაში ჩართულია ყველა პედაგოგი და მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა – პირველი კლასიდან მე – 12 კლასის ჩათვლით.

“პირველ დღეს იყო უმნიშვნელო ხარვეზები, რაც მეორე დღეს საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ კიდევ არის გარკვეული შეფერხება მოსწავლეთა ინტერნეტის დაბალი სიხშირის გამო. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად მომდინარეობს ინტენსიური მუშაობა აიტი სპეციალისტებისა და მშობლების ჩართულობით. იმედია მომავალი კვირიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება”, – აღნიშნეს სკოლაში.

სკოლა-პანსიონმა სკოლის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე I-XII კლასებისთვის ონლაინ გაკვეთილების ცხრილიც გამოაქვეყნა, რითაც შეუძლიათ იხელმძღვანელონ მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი